მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნებისმიერი სპეკულაცია, რომელიც ტოლობის ნიშანს დასვამს ქართულ და რუსულ კანონს შორის, შეურაცხმყოფელია - მარიამ ქვრივიშვილი

ქვრივიშვილი

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი მიიჩნევს, რომ "ნებისმიერი სპეკულაცია, რომელიც ტოლობის ნიშანს დასვამს ქართულ კანონსა და რუსულ კანონს შორის, შეურაცხმყოფელია" - ამის შესახებ ქვრივიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა და ქარდი გამოაქვეყნა, რომელსაც დღეს მმართველი პარტიის წარმომადგენლები აქტიურად აზიარებენ.

"გამჭვირვალობას ალტერნატივა არ აქვს!

ნებისმიერი სპეკულაცია, რომელიც ტოლობის ნიშანს დასვამს ქართულ კანონსა და რუსულ კანონს შორის, შეურაცხმყოფელია ქართული სახელმწიფოსა და ქართული საზოგადოებისთვის.

მთავარი მიზანი ერთია - საქართველო, 2030 წელს ევროკავშირის წევრი გახდება და ამ შედეგამდე მივალთ მშვიდობითა და გამჭვირვალობით!", - წერს ქვრივიშვილი სოციალურ ქსელში.