მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ომბუდსმენი გახშირებული თავდასხმებთან დაკავშირებით შსს-ს და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავს

ლევან იოსელიანი

ომბუდსმენი მოუწოდებს შსს-სა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავს ბოლო დროს გახშირებული თავდასხმის თითოეული შემთხვევა დროულად და ეფექტურად გამოიძიოს და პასუხისმგებელი პირების მიმართ მკაცრი კანონიერი ღონისძიებების გაატაროს.

ლევან იოსელიანი აღნიშნავს, რომ განსხვავებული აზრის გამო ადამიანებზე თავდასხმა დაუშვებელია.

"კვირას, 5 მაისს თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პედაგოგ ლადო აფხაზავას. სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაუშვებელია და მიუღებელი განსხვავებული ან კრიტიკული მოსაზრებების ქონის გამო ადამიანებზე თავდასხმა.

მნიშვნელოვანია თითოეულ დასახელებულ შემთხვევაში საგამოძიებო უწყებებმა დაადგინონ ძალადობრივი ქმედებების მოტივი და მისი შესაძლო კავშირი თავდასხმების მსხვერპლების პროფესიულ საქმიანობასთან და კრიტიკული მოსაზრებების ქონასთან, რის დადასტურების შემთხვევაშიც ძალადობრივ ქმედებებს უნდა მიეცეს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოახდინოს თითოეული შემთხვევის დროული და ეფექტური გამოძიება და
პასუხისმგებელი პირების მიმართ მკაცრი კანონიერი ღონისძიებების გატარება.

სახალხო დამცველის აპარატი ზედამხედველობას გაუწევს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან განხორციელებულ რეაგირებას", - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.