მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპროტესტო აქციის მონაწილეები პარლამენტიდან "ქართული ოცნების" ოფისისკენ მიდიან

აქცია

თბილისში რუსული კანონის საწინააღმდეგოდ აქცია მიმდინარეობს, რომლის მონაწილეებიც მსვლელობით პარლამენტიდან „ქართული ოცნების“ სათავო ოფისისკენ მიდიან. მმართველი პარტიის ოფისთან მობილიზებულია პოლიცია.

დღეს "რუსული კანონის" საპროტესტო აქცია გაიმართა თელავში, სადაც მონაწილეებმა ქალაქის მერიასთან საქართველოს და ევროპის დროშები გაშალეს და გმირთა მემორიალთან დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. თელავის შემდეგ საპროტესტო აქციებია დაანონსებული ზუგდიდში, გორში, ბათუმში, ქუთაისში, ხოლო რუსული კანონის წინააღმდეგ ერთიანი საპროტესტო აქცია 11 მაისს გაიმართება.